ვიქტორინა

ვიქტორინა

Tuesday, January 10, 2017

ინტერნეტ-ვიქტორინა - 2017 წ.

1. საქართველოს რომელ ნაწილში მდებარეობს სოფელი კოლა?
ა) სამხრეთით   ბ) აღმოსავლეთით  გ) დასავლეთით  დ) ჩრდილოეთით

2. რომელ საუკუნეშია აგებული ნიკორწმინდის ტაძარი?
ა) მე-8 ს.    ბ) მე-11 ს.   გ) მე-15 ს.    დ) მე-17 ს.

3. სად მოხდა ბრძოლა, რომელშიც გმირულად დაიღუპა სამასი თავდადებული არაგველი?
) ალაზნის ველზე   ბ) კრწანისის ველზე    გ) მარაბდის ველზე    დ) არაგვის ველზე

4. რა ჰქვია ქეთოს მეგობარ ბიჭუნას ქართულ კინოფილმში „იავნანამ რა ჰქმნა“?
ა) ალექსი     ბ) გიორგი    გ) თედო   დ) ნიკოლოზი

5. რა ჰქვია ვედრების ტიპის ღვთისმშობლის ხატს, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოსახულია მაცხოვრის გარეშე. მას ორივე ხელი გაწვდილი აქვს და მაცხოვარს ადამიანთა შენდობას სთხოვს?
ა) ოდიგიტრია     ბ) ელეუსა     გ) გლიკოფილუსა    დ) დეისუსი

6. ვინ არის ავტორი ლექსისა „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“?
ა) მუხრან მაჭავარიანი   ბ) მურმან ლებანიძე    გ) გალაკტიონ ტაბიძე   დ) ლადო ასათიანი

7. დაასახელეთ ცნობილი მათემატიკოსი, რომელმაც არქიმედეს ხერხით გამოითვალა 1 073 741 824 -კუთხედის პერიმეტრი.
ა) რომანუსი   ბ) რენე დეკარტი   გ) პითაგორა   დ) ევარისტ გალუა

 8. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდნენ ბეთანიის მონასტერში წმიდა ბეთანიელი მამები: მამა იოანე (მაისურაძე) და მამა გიორგი (მხეიძე)?
) მე-20 ს.      ბ) მე-19 ს.     გ) მე-18 ს.     დ) მე-17 ს.

 9. რომელმა მეფემ ააგო ტაო-კლარჯეთში მდებარე არტანუჯის ციხე?
  ა) ლაშა-გიორგიმ    ბ) თამარ მეფემ    გ) ვახტანგ გორგასალმა   დ) აშოტ კურაპალატმა

10. რომელ ტბასთან მდებარეობს სოფელი ფოკა?
  ა) ფარავნის    ბ) ლისის    გ) რიწის   დ) ბაზალეთის

 11. ვინ იყო წმიდა მეფე თამარის მამა?
    ა) გიორგი I      ბ) გიორგი II    გ) გიორგი Ш    დ) გიორგი IV

  12. რას ნიშნავდა სიტყვა „მედგარი“ ძველქართულად?
     ა) ბეჯითს     ბ) ზარმაცს    გ) უფროსს    დ) მოწყენილს

  13.სადაური სიტყვაა „მინიატურა“?
    ა) ბერძნული   ბ) ფრანგული   გ) ესპანური   დ) იტალიური

 14. რა ერქვა წმიდა იოანე ნათლისმცემლის დედას?
    ა) ელისაბედი    ბ) ანა     გ) მარიამი   დ) მართა

 15. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ღირსი მამა სვიმეონ მესვეტე?
     ა) მე-10 ს.      ბ) მე-5 ს.     გ) მე-8 ს.     დ) მე-12 ს.

 16. რას ნიშნავს ქართულად სიტყვა „ბაბილონი“?
    ა) ერთობას     ბ) განხეთქილებას    გ) აღრევას     დ) სიყვარულს

 17. რამდენ დღეში შექმნა ღმერთმა სამყარო?
     ა) 5       ბ) 6     გ) 7     დ) 8

 18. მცენარე, რომელსაც  „ამინდის ბიუროს“ ეძახიან -
    ა) ვარდი     ბ) ბაბუაწვერა    გ)  კარლინა     დ) ასკილი

 19. რა ეწოდება კონუსისებურ მთას, რომელიც დედამიწის ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად წარმოიქმნება?
   ა) ცუნამი     ბ) ვულკანი     გ) გორა    დ) მწვერვალი

 20. დაასახელეთ მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი
  ა) მყინვარწვერი      ბ) აპენინები    გ)  უშბა     დ) ჯომოლუნგმა.



Wednesday, December 2, 2015

ინტერნეტ-ვიქტორინა - 2015-2016 წწ.

1. რომელ საუკუნეში მეფობდა წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული?
       ა) მე-15 ს.    ბ) მე-13 ს.    გ) მე-10 ს.    დ) მე-11 ს.

 2. . ძველი ქართული სიტყვა პარეხი ნიშნავს
       ა) გამოქვაბულს     ბ) ორმოს      გ) კლდეს      დ) ტაძარს.

       3. რა ჰქვია სიძველეების შემსწავლელ მეცნიერებას?
       ა) ფილოსოფია     ბ) ისტორია      გ) არქეოლოგია     დ) გეოგრაფია

       4.  რომელი მოციქული იყო წმიდა პეტრე მოციქულის ძმა, რომელმაც პირველმა იქადაგა საქართველოში ქრისტიანობა?
      ა) წმიდა ანდრია    ბ) წმიდა იაკობი    გ) წმიდა მათე      დ) წმიდა იოანე

 5.  ვინ გადასცა წმიდა ნინოს ვაზის ჯვარი?
      ა) უფალმა       ბ) ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა  გ) წმიდა იოანე ნათლისმცემელმა
      დ) წმიდა ანდრია მოციქულმა

6.  ქართლ-კახეთის მეფე, რომლის სიცოცხლის გადასარჩენადაც თავი გასწირა წმიდა იოთამ ზედგინიძემ -
      ა) ერეკლე მეორე    ბ) ბაგრატ მესამე    გ) დავით აღმაშენებელი    დ) გიორგი მერვე

       7. სად მოხდა ბრძოლა, რომელშიც გმირულად დაიღუპა სამასი თავდადებული არაგველი?
      ა) ალაზნის ველზე   ბ) კრწანისის ველზე    გ) მარაბდის ველზე    დ) არაგვის ველზე

       8.     სად მდებარეობს პომპეუსის ხიდი?
      ა) მცხეთაში    ბ) გორში    გ) გონიოში    დ) ქუთაისში

        9.  რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა წმიდა აშოტ კურაპალატი?
      ა) მე-5 ს.         ბ) მე-12 ს.       გ) მე-8 ს.      დ) მე-11 ს.

       10.  დაასრულეთ ანდაზა: „ხე ფესვებითა დგას, კაცი კი - ...“
      ა) ოჯახითაო      ბ) მეგობრითაო     გ) შვილებითაო    დ) მოყვრითაო

       11.  ვინ არის ავტორი ლექსისა „ხატის წინ“ ?
      ა) ილია ჭავჭავაძე     ბ) აკაკი წერეთელი    გ) მორის ფოცხიშვილი    დ) ანა კალანდაძე

        12.  ვინ არის ავტორი მოთხრობისა „დეიდა მაიკო“ ?
     ა) გიორგი ლეონიძე    ბ) ნოდარ დუმბაძე   გ) ვაჟა-ფშაველა   დ) ილია ჭავჭავაძე

       13.  ვის ეკუთვნის სიტყვები:  „იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბალია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო. თუ მაღალია - ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს უხდება, როგორც სამშობლოს.“ ?
     ა) აკაკი წერეთელს    ბ) მურმან ლებანიძეს    გ) ილია ჭავჭავაძეს  
    დ) ნოდარ დუმბაძეს

        14.  რომელ საუკუნეში მოღვაწეობდნენ ბეთანიის მონასტერში წმიდა ბეთანიელი მამები: მამა იოანე (მაისურაძე) და მამა გიორგი (მხეიძე)?
     ა) მე-20 ს.      ბ) მე-19 ს.     გ) მე-18 ს.     დ) მე-17 ს.

        15.  ვინ დაწერა ფსალმუნი „ყოველი სული აქებდით უფალსა“ ?
     ა) წმიდა დავით წინასწარმეტყველმა   ბ) წმიდა ესაია წინასწარმეტყველმა
     გ) წმიდა ილია მართალმა    დ) წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა

        16.  მაცხოვრის მოციქულებიდან, რომელ მოციქულს უწოდებენ „სიყვარულის მოციქულს“?
     ა) წმიდა მათე მახარებელს     ბ) წმიდა ლუკა მახარებელს  
     გ) წმიდა იოანე ღვთისმეტყველს   დ) წმიდა მარკოზ მახარებელს

        17.  ვისი ვაჟები იყვნენ სემი, ქამი და იაფეტი?
      ა) აბრაამის    ბ) ადამის    გ) ისააკის    დ) ნოეს

        18.  რა ერქვა ურჯულო ხელისუფალს, რომელმაც წმიდა გიორგი აწამა?
      ა) იულიანე      ბ) დიოკლეტიანე    გ) იულიუსი    დ) არიოზი

        19.  რომელმა წმიდანმა იხსნა ბერძნების ტყვეობიდან მდიდარი სარკინოზი?
      ა) წმიდა ნიკოლოზმა   ბ) წმიდა ნინომ   გ) წმიდა პანტელეიმონმა  
     დ) წმიდა ეკატერინემ

        20.  რა ჰქვიათ იმ წმიდანებს, რომლებმაც მოციქულთა მსგავსად ქრისტეს სჯული იქადაგეს?
      ა) მოწამენი    ბ) მართალნი    გ) მოციქულთასწორნი    დ) აღმსარებელნი

        21.  რა ჰქვია  პატარა ლოცვას, რომელიც დღესასწაულზე იგალობება ხოლმე და მასში მოკლედ არის მოთხრობილი წმიდანის ან დღესასწაულის ამბავი?
ა) ტროპარი     ბ) აკათისტო    გ) კანონი   დ) კონდაკი

        22.  საქართველოს, რომელ მხარეს მდებარეობდა ტაო-კლარჯეთი?
      ა) ჩრდილოეთით    ბ) აღმოსავლეთით    გ) სამხრეთით    დ) დასავლეთით

        23.  პოეტი, რომელმაც დაწერა ლექსი „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ -
      ა) მურმან ლებანიძე   ბ) ნოდარ დუმბაძე   გ) ლადო ასათიანი   დ) მუხრან მაჭავარიანი

        24.  სად მდებარეობს ლიხნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი?
      ა) აჭარაში     ბ) აფხაზეთში    გ) სამეგრელოში    დ) ქართლში

        25.  ვისი სახელობისაა გერგეტში მდებარე მე-14 საუკუნის ეკლესია?
      ა) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის  ბ) წმიდა იოანე ნათლისმცემლის
      გ) ყოვლადწმიდა სამების    დ) წმიდა თორმეტი მოციქულის

        26.  რა ერქვა მღვდელმთავარს, რომელიც იერუსალიმის ტაძარში მიყვანილ სამი წლის ყოვლადწმიდა მარიამს შეეგება?

      ა) დავითი    ბ) ზაქარია    გ) ელისე    დ) კაიაფა

        27.    „ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მართალი ელისაბედი“. საქართველოს რომელ ტაძარშია ეს ფრესკა?

     

     ა) სვეტიცხოვლის ტაძარში    
     ბ) გელათის მონასტერში   
     გ) ალავერდის მონასტერში
     დ) ატენის სიონში














              28.   რას უწოდებენ იმ ოთხ მოციქულს, რომელმაც სახარება დაწერა?
      ა) მახარებლებს    ბ) აღმსარებლებს    გ) მოწამეებს   დ) მართლებს

       29.  სადაური სიტყვაა „აიაზმა“, რომელიც ქართულად ნაკურთხ წყალს ნიშნავს?
     ა) ებრაული    ბ) ბერძნული    გ) ეთიოპიური   დ) ინგლისური

        30. რომელი ქართული მულტფილმის გმირია რკოს კაცუნა?
     ა) „სოფლის მაშენებლები“   ბ) „ხელმარჯვე ოსტატი“   გ) „გაზაფხული“  
    დ) „საზამთრო“

        31. ეზოპეს იგავ-არაკის „მელა და მაიმუნი“-ს მიხედვით, რომელი ცხოველი გაამეფეს მხეცებმა?
     ა) მელა     ბ) მაიმუნი     გ) მგელი    დ) ვეფხვი

               32.  რომელმა ქართველმა მეფემ შეადგინა კანონთა კრებული, რომელსაც „ძეგლის-დება“ უწოდა?
     ა) გიორგი ბრწყინვალემ   ბ) დავით აღმსაშენებელმა   გ) ვახტანგ გორგასალმა  
    დ) დემეტრე თავდადებულმა

        33.  აკაკი წერეთლის რომელი ლექსიდან არის ეს სტროფი:
„შევიდნენ ნახეს მწოლარე
ბაგაში საკვირველი ყრმა;
ნაცვლად „მზე შინას“ ისმოდა
ანგელოზთ საამური ხმა!“  ?
       ა) „გამზრდელი“    ბ) „ქრისტეშობა“     გ) „ხატის წინ“    დ) „ილოცე ბავშვო!“

        34. ვინ არის ავტორი მოთხრობისა „ყავარჯენი“, რომლის მთავარი გმირები თითისტოლა კლაუდიო და ოქროსსათვალიანი დარბაისელი ბერიკაცია?
      ა) მარკ ტვენი    ბ) თომას მანი     გ)  ჯანი როდარი    დ) ასტრიდ ლინდგრენი

        35.  რა ერქვა მეფე გიორგი ბრწყინვალეს დედას?
      ა) მარიამი    ბ) თინათინი    გ) მართა    დ) ნათელა

        36. რომელმა მეფემ ააგო ტაო-კლარჯეთში მდებარე არტანუჯის ციხე?
      ა) ლაშა-გიორგიმ    ბ) თამარ მეფემ    გ) ვახტანგ გორგასალმა   დ) აშოტ კურაპალატმა


        37.  რომელი ქართველი მეფე ღებულობდა ასპინძის ბრძოლაში მონაწილეობას?
      ა) ერეკლე მეორე    ბ) ვახტანგ მეექვსე     გ) ბაგრატ მეოთხე    დ) თამარ მეფე

        38.  რომელი წინასწარმეტყველის მეგობრები იყვნენ სამი ყრმა ანანია, აზარია და მისაელი?
      ა) დანიელ წინასწარმეტყველის   ბ) იონა წინასწარმეტყველის 
      გ) დავით წინასწარმეტყველის    დ) ელია წინასწარმეტყველის

        39.  რა ერქვა ცნობილი ქართველი მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ვაჟს?
      ა) დავითი    ბ) თეიმურაზი    გ) ნიკოლოზი    დ) გიორგი

        40.  რომელი წმიდა მამის დარიგებიდან არის ეს სიტყვები: „შრომა და ლოცვა ერთმანეთს ეხმარება და ადამიანიც ნაკლებად იღლება, რადგან ლოცვით გაძლიერებულს მეტის გაკეთება შეუძლია.“  ?
      ა) წმიდა ანტონი დიდი    ბ) წმიდა მაკარი დიდი   გ) წმიდა გრიგოლ ხანძთელი
     დ) წმიდა მიქაელ პარეხელი

        41.  საქართველოს რომელ სოფელს ერქვა ძველად სოსანგეთი?
      ა) მარტყოფს    ბ) აწყურს    გ) წილკანს   დ) ზედაზენს

       42.  ვინ მეფობდა საქართველოში წმიდა ნინოს შემობრძანების პერიოდში?
      ა) ფარნავაზი   ბ) ბაგრატ პირველი    გ) მირიანი   დ) გიორგი პირველი

       43.  საქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს წმიდა ანდრია მოციქულმა, წმიდა სვიმონ კანანელმა და ...
     ა) მატათამ    ბ) ლუკა მახარებელმა    გ) იაკობ მოციქულმა    დ) თომა მოციქულმა

       44.  რომელი მეფის შვილი იყო ბერი დამიანე, რომელმაც „შენ ხარ ვენახი...“ დაწერა?
    ა) თამარ მეფის    ბ) დავით აღმაშენებლის   გ) გიორგი ბრწყინვალის  
   დ) ვახტანგ გორგასლის

       45.  რომელ დიდ დღესასწაულზე გალობენ ამ კონდაკს:
„ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის და ქვეყანა ქვაბსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა თანა დიდებისმეტყველებენ, ხოლო მოგვნი ვარსკვლავსა თანა მოგზაურობენ, რამეთუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი პირველ საუკუნეთა ღმერთი.“  ?
   ა) აღდგომას     ბ) სულთმოფენობას     გ) ქრისტეშობას      დ) ამაღლებას

       46.  რომელ ტბასთან მდებარეობს სოფელი ფოკა?
     ა) ფარავნის    ბ) ლისის    გ) რიწის   დ) ბაზალეთის

       47.  ვინ იყო წმიდა მეფე თამარის მამა?
      ა) გიორგი I      ბ) გიორგი II    გ) გიორგი Ш    დ) გიორგი IV

       48.  რას ნიშნავდა სიტყვა „მედგარი“ ძველქართულად?
      ა) ბეჯითს     ბ) ზარმაცს    გ) უფროსს    დ) მოწყენილს

       49.  სადაური სიტყვაა „მინიატურა“?
      ა) ბერძნული   ბ) ფრანგული   გ) ესპანური   დ) იტალიური

       50.  რას ნიშნავს ძველი ქართული სიტყვა „იამავარი“?
      ა) დედისერთას   ბ) ძმას   გ) დას   დ) შვილიშვილს.