ინტერნეტ-ვიქტორინა - 2017 წ.
1. საქართველოს რომელ ნაწილში მდებარეობს სოფელი კოლა?
ა) სამხრეთით ბ) აღმოსავლეთით გ) დასავლეთით
დ) ჩრდილოეთით
2. რომელ საუკუნეშია აგებული ნიკორწმინდის ტაძარი?
ა) მე-8 ს.
ბ) მე-11 ს. გ) მე-15 ს. დ) მე-17 ს.
3. სად მოხდა ბრძოლა, რომელშიც გმირულად დაიღუპა სამასი
თავდადებული არაგველი?
ა)
ალაზნის ველზე ბ) კრწანისის ველზე გ) მარაბდის ველზე დ) არაგვის ველზე
4. რა ჰქვია ქეთოს მეგობარ ბიჭუნას ქართულ კინოფილმში
„იავნანამ რა ჰქმნა“?
ა) ალექსი ბ) გიორგი გ) თედო
დ) ნიკოლოზი
5. რა ჰქვია ვედრების ტიპის ღვთისმშობლის ხატს, სადაც
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოსახულია მაცხოვრის გარეშე. მას ორივე ხელი გაწვდილი აქვს
და მაცხოვარს ადამიანთა შენდობას სთხოვს?
ა) ოდიგიტრია
ბ) ელეუსა გ) გლიკოფილუსა დ) დეისუსი
6. ვინ არის ავტორი ლექსისა „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“?
ა) მუხრან მაჭავარიანი ბ) მურმან ლებანიძე გ) გალაკტიონ
ტაბიძე დ) ლადო ასათიანი
7. დაასახელეთ ცნობილი მათემატიკოსი, რომელმაც არქიმედეს
ხერხით გამოითვალა 1 073 741 824 -კუთხედის პერიმეტრი.
ა) რომანუსი ბ) რენე დეკარტი გ) პითაგორა
დ) ევარისტ გალუა
8. რომელ საუკუნეში
მოღვაწეობდნენ ბეთანიის მონასტერში წმიდა ბეთანიელი მამები: მამა იოანე (მაისურაძე)
და მამა გიორგი (მხეიძე)?
ა) მე-20 ს. ბ) მე-19 ს. გ) მე-18 ს. დ) მე-17 ს.
9. რომელმა
მეფემ ააგო ტაო-კლარჯეთში მდებარე არტანუჯის ციხე?
ა) ლაშა-გიორგიმ ბ) თამარ მეფემ გ) ვახტანგ გორგასალმა დ) აშოტ
კურაპალატმა
10. რომელ ტბასთან მდებარეობს სოფელი ფოკა?
ა)
ფარავნის ბ) ლისის გ) რიწის
დ) ბაზალეთის
11. ვინ იყო წმიდა მეფე
თამარის მამა?
ა) გიორგი I
ბ) გიორგი II გ) გიორგი Ш
დ) გიორგი IV
12. რას ნიშნავდა სიტყვა
„მედგარი“ ძველქართულად?
ა) ბეჯითს ბ) ზარმაცს გ) უფროსს დ) მოწყენილს
13.სადაური სიტყვაა „მინიატურა“?
ა) ბერძნული ბ) ფრანგული
გ) ესპანური დ) იტალიური
14. რა ერქვა წმიდა იოანე ნათლისმცემლის დედას?
ა) ელისაბედი ბ) ანა
გ) მარიამი დ) მართა
15. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ღირსი მამა სვიმეონ
მესვეტე?
ა) მე-10
ს. ბ) მე-5 ს. გ)
მე-8 ს. დ) მე-12 ს.
16. რას ნიშნავს ქართულად სიტყვა „ბაბილონი“?
ა) ერთობას ბ) განხეთქილებას გ) აღრევას დ) სიყვარულს
17. რამდენ დღეში შექმნა ღმერთმა სამყარო?
ა)
5 ბ) 6 გ)
7 დ) 8
18. მცენარე, რომელსაც „ამინდის ბიუროს“ ეძახიან -
ა) ვარდი ბ) ბაბუაწვერა გ) კარლინა დ) ასკილი
19. რა ეწოდება კონუსისებურ მთას, რომელიც დედამიწის
ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად წარმოიქმნება?
ა) ცუნამი ბ) ვულკანი გ) გორა დ) მწვერვალი
20. დაასახელეთ მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი
ა) მყინვარწვერი ბ) აპენინები გ) უშბა დ) ჯომოლუნგმა.
No comments:
Post a Comment